ევროპული ავიაკომპანიები აეროპორტებს გადასახადის შემცირებისკენ მოუწოდებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ის ხელმძღვანელი მაიკლ ოლირი ამბობს, რომ “თვითმფრინავების რაოდენობა გაიზრდება იქ, საიდანაც ავიაკომპანიები უკეთეს წინადადებებს მიიღებენ”. მან მაგალითად მოიყვანა, Ryanair-ის გაფართოების სქემა ვენეციის აეროპორტში, სადაც დეკემბერში ახალი ბაზის გახსნის შესახებ გამოცხადდა და სადაც კონკურენტული ტარიფების ფონზე 18 ახალი მარშრუტი ამოქმედდა.
”როდესაც აეროპორტები სავსეა, ფასები იზრდება, ხოლო როდესაც აეროპორტები ცარიელია, შესაძლებელია უფრო დაბალ ფასზე მოლაპარაკება”, – განაცხადა დიდ ბრიტანეთში ავიაკომპანია Wizz Air-ს მმართველმა დირექტორმა ოუეინ ჯონსმა.
easyJet-ის მთავარმა ფინანსურმა დირექტორმა ენდრიუ ფინდლეიმ კი განმარტა, რომ ავიაკომპანია აეროპორტებთან ფასების დაკლებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ”ცხადია, მათ სურთ აეროპორტებში რაც შეიძლება მეტი მგზავრი ჰყავდეთ, ისევე როგორც ჩვენ”, – თქვა მან.
როგორც ცნობილია, აეროპორტის შემოსავლები აერთიანებს ავიაკომპანიის მიერ გადახდილ საფასურს ასაფრენ/დასაფრენი ბილიკის გამოყენებისათვის, აგრეთვე შემოსავალს საცალო ვაჭრობის ადგილებიდან, კვების ობიექტებიდან და ავტოსადგომებიდან. პანდემიის დროს სამგზავრო მიმოსვლის შემცირებამ შემოსავლის ყველა წყარო შეასუსტა.
ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI Europe) გენერალური დირექტორი ოლივიე იანკოვეცი განმარტავს, რომ აეროპორტების ფინანსური მდგომარეობა უარესდება და დაბალი მოსაკრებლების მოთხოვნა მიუღებელია. მისი თქმით, ავიაკომპანიებს “სურთ კრიზისი გამოიყენონ, როგორც ხარჯების შემცირების შესაძლებლობა”.
”არ შეიძლება იმის მოლოდინი იყოს, რომ აეროპორტის გადასახადები შემცირებას გააგრძელებენ”, განაცხადა მან და დასძინა, რომ აეროპორტებისათვის ფიქსირებული ხარჯების შემცირება კრიზისულ პერიოდშიც შეუძლებელია. იანკოვეცმა აღნიშნა, რომ ამ მომენტში ფასდაკლება გარდაუვალია, თუმცა აღდგენის ეტაპზე, “როდესაც ახალ რეალობას დავინახავთ, საჭირო იქნება ბალანსის აღდგენა”.
ACI Europe-ს შეფასებით, პანდემიის დროს ევროპაში საჰაერო მარშრუტების რაოდენობა 6 ათასით შემცირდა, რის შედეგადაც აეროპორტები იძულებულნი არიან სამგზავრო მიმოსვლის აღსადგენად კონკურენცია გაამძაფრონ. თავის მხრივ, ევროპული აეროპორტები შეშფოთებულნი არიან პანდემიის უარყოფითი შედეგებით და ევროკავშირისგან დაუყოვნებლივ დახმარებას ითხოვენ.
წყარო: avianews.ge
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“: არსებობს მანიპულაცია ფაქტებით... მოვუწოდებ კომპანიას ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი