მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავიაკომპანიები ფინანსური მხარდაჭერის აუცილებლობაზე აცხადებენ

5e7370c69d09e
ნათია თაქთაქიშვილი
19.03.20 23:20
934
ავიაკომპანიები მთავრობის მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის აუცილებლობაზე აცხადებენ, რადგან მათ კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისულ მდგომარეობაში გადარჩენა გაუჭირდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, დახმარების აუცილებლობაზე EasyJet-მა და Lufthansa-მ აღნიშნეს. ავიაკომპანია Qantas-მა კი საერთაშორისო ფრენები გააჩერა.

ინდოეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ავიაკომპანიებისთვის დახმარების პაკეტს ამზადებს, რომელსაც მალე შესთავაზებს. ფინანსური რესურსის დაახლოებითი ოდენობა 1.6 მილიარდი აშშ დოლარით განისაზღვრა.

Lufthansa-მ უკვე მიმართა გერმანიის მთავრობას ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ავიაკომპანიები შესაძლოა გაკოტრდნენ სახელმწიფო დახმარების გარეშე. Qantas-ი კი აცხადებს, რომ ავიაკომპანია იძულებული გახდება 30,000 თანამშრომლის 2/3 სახლში გაუშვას.

კორონავირუსის გამო საერთაშორისო ფრენები ასევე მაისამდე შეაჩერა ავსტრალიის ნაციონალურმა ავიახაზებმაც.