მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავიაკომპანიები კორონავირუსის გამო გლობალურად $113 მილიარდის ზარალს ელოდებიან

5e62378f49236
ნათია თაქთაქიშვილი
06.03.20 16:40
949
საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის მიხედვით, კორონავირუსის გამო ავიაკომპანიები გლობალურად 113 მილიარდი აშშ დოლარის ზარალს ელოდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ IATA ჯერ კდიევ 2 კვირის წინ 30 მილიარდი აშშ დოლარის ზარალს ვარაუდობდა.

„ჩვენი პროგნოზების შეცვლა კორონავირუსის გავრცლების ტემპმა გამოიწვია. მოცემულ ორ თვეში ინდუსტრიაში მდგომარეობა უარესობისკენ შეიცვალა“, - განაცხადა IATA-ს ხელმძღვანელმა ალექსანდრე დე იუნიაკმა.

IATA-ს მიხედვით, ავიაკომპანიები, დაახლოებით, 58 მილიარდი აშშ დოალრის ზარალს ნახავენ აზიისკენ შეწყვეტილი ფრენების გამო, ხოლო სუკეთესო სცენარის შემთხვევაში, ავიაკომპანიების ზარალი შესაძლოა 63 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდეს, თუკი ეკონომიკის გაჯანსაღება უფრო სწრაფი ტემპით წარიმართება.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი უკვე 85-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი. დაინფიცირებული ადამიანების საერთო რაოდენობამ 94,000 შეადგინა, ხოლო გარდაიცვალა 3,300 პაციენტი.