დღეისათვის დამტკიცებული განრიგის მიხედვით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევროპის ქალაქებიდან რამდენიმე მიმართულებით შესრულდება რეისები. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გერმანული ავიაკომპანია Lufthansa მიუნხენიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს სეზონის განმავლობაში დღეში 1 სიხშირით, ანუ კვირაში 7 სიხშირით მოახდენს. რაც შეეხება „ლოუქოსტერ“ Eurowings-ს, ის 21 მაისიდან დიუსელდორფიდან თბილისის მიმართულებით კვირაში 2 სიხშირით, ხოლო 20 ივლისიდან 3 სიხშირით მოახდენს ოპერირებას. 22 ივლისიდან კი Eurowings-ი შტუტგარტი-თბილისის მიმართულებაზეც დაიწყებს ოპერირებას და კვირაში 2 რეისი ექნება.
გერმანიის მიმართულებით ასევე რეისებს შეასრულებენ:
- Condor-ი, რომელიც 2 აპრილიდან ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის საჰაერო ხაზზე კვირაში 1 სიხშირით იფრენს, ხოლო მაისიდან კვირაში 2 სიხშირით.
- Georgian Airways-ი კი ბერლინის მიმართულებით 26 მარტიდან კვირაში 2 სიხშირით გეგმავს ოპერირებას.
რაც შეეხება საფრანგეთს, ავიაკომპანია Air France პარიზიდან თბილისის მიმართულებით 26 მარტიდან კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს რეისებს.
Georgian Airways-ი კი 26 მარტიდან პარიზის მიმართულებით კვირაში 3 სიხშირით იფრენს.
ლატვიური ავიაკომპანია airBaltic-ი კი ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე რიგა-თბილისი-რიგას საჰაერო ხაზზე კვირაში 5 სიხშირით მოახდენს ოპერირებას, ბათუმის მიმართულებით კი კვირაში 2 სიხშირით“, - განმარტავენ TAV Georgia-ში.
აღსანიშნავია, რომ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია აქტიურად მუშაობს, რომ თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში მეტი ევროპული რეისი შესრულდეს. ამ მიზნით კომპანია რამდენიმე დღის უკან ITB Berlin 2023-ისა და Passenger Terminal Expo 2023-ის ფარგლებში მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავდა.
„ველოდებით უფრო მეტ ტურისტს. ველოდებით როგორც აეროპორტების მმართველი კომპანია, უფრო მეტ მგზავრს. ველოდებით, რომ აპრილიდან, როცა ზაფხულის სანავიგაციო სეზონი იწყება, 1-ელი აპრილიდან ველოდებით უკვე ახალ მიმართულებებს. ჩვენთვის, თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებისთვის, მნიშვნელოვანია ევროპული პირდაპირი მიმართულებები, რაც ამჟამად არ გვაქვს“, - განაცხადა ჯერ კიდევ ბერლინში ITB Berlin-ზე ჩასულმა TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ, რომელმაც იმავე დღეს რამდენიმე ევროპულ ავიაკომპანიებთან გამართა მოლაპარაკებები, მათ შორის იყო იტალიური ავიაკომპანია ITA Airways-ი და ასევე ერთ-ერთი ხორვატიული ავიაკომპანია.
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი