მსხვილი საერთაშორისო ავიაკომპანიები აშშ-ის მიმართულებით მომსახურებას ეტაპობრივად ანახლებენ. CNN-ის ცნობით, ნელ-ნელა ნორმალურ რეჟიმს შემდეგი ავიაკომპანიების სერვისები უბრუნდება: British Airways-ი, Lufthansa, All Nippon-ი, Japan Airlines-ი და Emirates-ი.
მათი რეისების შეფერხების მიზეზი ოთხშაბათს, აშშ-ის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის და Boeing-ის მიერ გავრცელებული გაფრთხილება გახდა იმასთან დაკავშირებით, რომ Boeing 777-ის ლაინერებს შესაძლოა, ფრენის დროს პრობლემა შექმნოდა 5G კავშირის რადიოტალღებზე გავლენის გამო. თუმცა, მოგვიანებით ყველაფერი გაირკვა. შედეგად ავიაკომპანიებმა, რომლებიც მეტწილად სწორედ Boeing 777-ით ოპერირებენ, რეისები განაახლეს.
Japan Airlines-მა უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც წერია, რომ ავიაკომპანიამ ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციისგან აშშ-ში მუშაობის ჩვეულ რეჟიმში განახლების ნებართვა მიიღო და Boeing 777-ის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით „პრობლემები აღარ არსებობს“.
დაახლოებით მსგავი შინაარსი აქვს გერმანული ავიაკომპანია Lufthansa-ს ადმინისტრაციის განცხადებასაც, რომელიც იუწყება, რომ ავიაკომპანია აშშ-ში ჩვეულებრივად და განრიგის მიხედვით იმუშავებს ადრე დაგეგმილი რეისებით.
Emirates-ი კი, რომელმაც ამერიკის ცხრა აეროპორტში შეაჩერა ფრენები, რეისებს პარასკევიდან აღადგენს.
ამერიკის ავიახაზების ასოციაციის ცნობით, 22 იანვარს ამერიკის მიმართულებით ყველა დაგეგმილი რეისი შესრულდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ