მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ავიაკომპანიებს პირდაპირი ფინანსური ინექცია ესაჭიროებათ” - იგორ აფციაური

5fce67b4103db
ანუკა ჯოხაძე
08.12.20 00:20
836
“ავიაკომპანიებს პირდაპირი ფინანსური ინექცია ესაჭიროებათ”- ამის შესახებ BM.GE-ის AERO GROUP GEORGIA-ს დამფუძნებელმა იგორ აფციაურმა განუცხადა.

აფციაური მთავრობას ამ სექტორის დახმარებისკენ მოუწოდებს. კონკრეტულად მისი თქმით, უნდა მოხდეს ყოველი ადგილობრივი ავიაკომპანიისთვის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით დახმარების პაკეტის შეთავაზება. როგორც აფციაური ამბობს, გაზაფხულზე სპეც რეისების დასუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან კი მოხდა, მაგრამ დღეს არც ეს აღარ არის. ხოლო იმავე ფიქსირებული ხარჯით ოპერირება როგორც ეს პანდემიამდე ხდებოდა, დღეს შეზღუდული რესურსების პირობებში არც თუ ისე მარტივია.

“ავიაკომპანიებს ფიქსირებული ხარჯები გააჩნიათ, რომელსაც ისინი მუდმივად იხდიან, აქვთ ფრენები თუ არა. ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ გარკვეული ჩარტერების დაფინანსება, ისიც მხოლოდ თვითღირებულებით და ამას დამატებული კიდევ პატარ-პატარა დახმარებები საკმარისი არის", - ამბობს იგორ აფციაური და დასძნეს, რომ აქამდე თუ იყო მოთხოვნა, რომ მოგების გადასახადი გადავადებულიყო ან სხვადასხვა საგადასახადო შეღავათი დაწესებულიყო, სამწუხაროდ, დღეს ეს უკვე აღარ არის საკმარისი.

"აქ არის პირდაპირი ფინანსური ინექცია საჭირო. ეს შეიძლება იყოს პირდაპირ ფინანსური დახმარების გამოყოფა ან ხელსაყრელი პირობებით სესხის კუთხით დახმარება. ეს არის აუცილებლად ახლა გასაკეთებელი, იმიტომ რომ ყოველი თვე რაც გადის ავიაკომპანიისთვის, ეს შეიძლება იყოს დამღუპველი და ასეთი ტიპის დახმარებაც შეუძლებელი იქნება", - ამბობს AERO GROUP GEORGIA-ს დამფუძნებელი იგორ აფციაური.