11.სექტემბერი .2020 23:27

ავიამიმოსვლა სრულად მინიმუმ 1 ნოემბრამდე არ აღდგება - მორიგი გადავადება

views 1065
უკან

საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით (31.10.20). ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

უწყების ცნობით, შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის:

მიუნხენი (ICAO-ს კოდი EDDM);
პარიზი (ICAO-ს კოდი LFPG);
რიგა (ICAO-ს კოდი EVRA).

ცნობისთვის, შეზღუდვა გაგრძელდა 11 სექტემბრიდან.