მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავიარეისებს COVID-ვაქცინის შეუფერხებელი ტრანსპორტირებისთვის პრიორიტეტი გაუხანგრძლივდათ

6083e01992e38
BM.GE
24.04.21 13:09
623
საქართველოს საჰაერო სივრცეში COVID-19-ის ვაქცინის სწრაფი და შეუფერხებელი ტრანსპორტირებისთვის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ (GCAA) არსებული NOTAM-ი გაახანგრძლივა. არსებულ NOTAM-ი 24 აპრილის ჩათვლით იყო აქტიური, თუმცა მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ის მოქმედი 20 ივლისამდე იქნება.

არსებული ეპდემიოლოგიური ვითარების და ზოგადად მსოფლიოში COVID-ვაქცინების სიმცირის გამო, რის ფონზეც ვაქცინაციის ტემპი სწრაფი არ არის, შესაძლოა, GCAA-ს NOTAM-ის გახანგრძლივება კიდევ რამდენჯერმე მოუხდეს, მით უმეტეს რიგი ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ისმის გაფრთხილება, რომ COVID-ვაქცინების გაკეთება მომდევნო წლებშიც იქნება აუცილებელი.

რაც შეეხება NOTAM-ს, რომელიც 25 აპრილის 00:00 საათიდანაა აქტიური, წერია, რომ ავიაკომპანიამ, რომელიც ახორციელებს Covid-19-ის ვაქცინის გადაზიდვას და აღნიშნული შეფასებულია როგორც კრიტიკულად მნიშვნელოვანი, საქართველოში ან/და საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებისთვის უნდა მიმართოს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების (ATFM) გამონაკლისის სტატუსის მისაღებად. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან თანხმობის შემდეგ, ავიაკომპანია ვალდებულია ფრენის გეგმის მე-18 გრაფაში მიუთითოს STS/ATFMX და RMK/VACCINE. ავიაკომპანიას, რომელიც რეგულარულად ასრულებს ვაქცინის გადაზიდვას, საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების გამონაკლისის სტატუსის მისაღებად შეუძლია მიმართოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წინასწარ, ერთჯერადად ყველა ფრენისთვის.

NOTAM-ი მოქმედებს მიმდინარე წლის 20 ივლისამდე.

აღსანიშნავია, რომ რეისებს, რომლებიც “STS/ATFMX RMK/VACCINE” კოდით ისარგებლებენ, შესაბამისი სისტემა ავტომატურად „ამოიცნობს“ და მაქსიმალურ პრიორიტეტს მიანიჭებს. ეს მათი შეფერხების ალბათობას შეამცირებს.

EUROCONTROL-ის ცნობით, ცალკეული ვაქცინებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მიწოდების შეფერხების თავიდან აცილება. სწორედ ამიტომ, ორგანიზაციამ წევრ სახელმწიფოებს ასეთი ფრენების პრიორიტეტიზაციისკენ მოუწოდა.
წყარო: avianews.ge