07.ოქტომბერი .2019 17:00

ავიასანქციების 3 თვე - 68 ათასით ნაკლები რუსი და 148 ათასით მეტი სხვა ვიზიტორი

views 9968
უკან

2019 წლის 8 ივლისიდან, ანუ საქართველო რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შემდეგ, 3 თვე გავიდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკის მიხედვით, ამ სამი თვის განმავლობაში, ქვეყანაში რეკორდული რაოდენობის 3,375,116 ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც წინა წელთან შედარებით 148,700-ით ანუ 4.6%-ით მეტია.

თუმცა, ავიასანქციების გამო საქართველოში შემოსული რუსი ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით ჯამურად 68,343-ით შემცირდა.

აღნიშნული კლება სხვა ქვეყნებიდან გაზრდილმა ტურისტულმა ნაკადმა დააბალანსა. ზრდა განსაკუთრებულად უკრაინიდან, ისრაელიდან, საუდის არაბეთიდან და სხვა ქვეყნებიდან იყო.

20 ქვეყანა, საიდანაც ავიასანქციების ამოქმედების შემდგომ, საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა:

1. აზერბაიჯანი 547,114.00 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 10%;
2. რუსეთი 514,387.00 ვიზიტორი, კლება წინა წელთან 12%;
3. სომხეთი 462,150.00 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 5%;
4. თურქეთი 407,718.00 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 8%;
5. საქართველო (არარეზიდენტი) 141,926.00 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 3.5%;
6. უკრაინა 82,014.00 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 20%;
7. ისრაელი 73,872.00 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 20%;
8. საუდის არაბეთი 51,069.00 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 39%;
9. ირანი 47,755.00 ვიზიტორი, კლება წინა წელთან 52%;
10. ყაზახეთი 41,522.00 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 48%;
11. პოლონეთი 39,144.00 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 23%;
12. გერმანია 38,090.00 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 33%;
13. ბელარუსი 36,463.00 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 3.4%;
14. ამერიკის შეერთებული შტატები 19,021.00 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 5.9%;
15. ჩინეთი 17,106.00 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 45.7%;
16. გაერთიანებული სამეფო 13,584.00 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 27.8%;
17. ინდოეთი 13,111.00 ვიზიტორი, კლება წინა წელთან 9.5%;
18. საფრანგეთი 12,199.00 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 27.1%;
19. ნიდერლანდები 11,251.00 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 31.3%;
20. ქუვეითი 10,540.00 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 32.9%. 

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოში შემოსული ირანელი ვიზიტორების რაოდენობა განახევრებულია. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანაში 97,580 ვიზიტორი შემოვიდა, 2019 წელს კი, მათმა რაოდენობამ 47,755 შეადგინა.

შემოსავლები ტურიზმიდან 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარი-აგვისტოს მონაცემებით, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 2.2 მლრდ. აშშ დოლარს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.4%-ით ნაკლებია. 

2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 396 მლნ. აშშ დოლარს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 10.6%-ით ჩამორჩება. 

2019 წლის I კვარტალში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 578 მლნ. აშშ დოლარს (ზრდა +5%), ხოლო ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 7.1%-ს უტოლდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა