მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავიახაზები მწეველებისთვის, მორწმუნებიისთვის – 5 უჩვეულო ავიაკომპანია, რომელიც ნამდვილად არსებობდა

6263baafa6d93
მარიამ იზორია
23.04.22 23:30
5625
1970-იანი წლების ბოლოს აშშ-ს მთავრობამ ავიახაზების ინდუსტრიის დერეგულირება დაიწყო: ახალი ავიახაზების შემოსვლასთან დაკავშირებით მკაცრი კონტროლი მოიხსნა.  

სწორედ ამ პერიოდში ახალმა ავიაკომპანიებმა დაიწყეს ოპერიერება, მათ შორის რამდენიმე განსაკუთრებით უჩვეულო იყო.

1. Pet airways - ავიაკომპანია ცხოველებისთვის

ეს ავიაკომპანია სპეციალურად ცხოველების გადაყვანისთვის იყო განკუთვნილი. ისინი კაბინებში პატრონების გარეშე იყვნენ. თითოეულ კაბინას 50 ცხოველის გადაყვანა შეეძლო. ამასთან არსებობდა სპეციალური პერსონალი რომელიც მათ ყოველ 15 წუთში ერთხელ ამოწმებდა და აბაზანის მიღებაში, გასეირნებაში ეხმარეობდა. მომსახურების საფასური, რომლითაც წელიწადში 9 000 ცხოველი სარგებლობდა, $150-$1200-მდე მერყეობდა.

2.Hooters Air

რესტორნების ქსელის მიხედვით შექმნილი ავიაკომპანია, რომელიც რესტორნების ქსელის Hooters-ის მფლობელს ეკუთვნოდა. ის მგზავრებს სხვადასხვა აზარტულ სამაგიდო თამაშებსა და პრიზებს სთავაზობდა.

3. "The Lord's Airline"

„რატომ არ უნდა ჰქონდეს უფალს საკუთარი ავიაკომპანია?“ - აქ მგზავრებს ალკოჰოლის მიღება კატეგორიულად ეკრძალებოდათ. მათ ჟურნალების ნაცვლად მხოლოდ ბიბლიისა და თორას წაკითხვა და რელიგიური ფილმების ყურება შეეძლოთ. ბილეთის საფასურის მეოთხედით მისიონრეული საქმე ფინანსდებოდა.

4."SmintAir" - ავიაკომპანია მწეველებისთვის
 
როდესაც აშშ-ში ყველა შიდა ფრენაზე მოწევა აიკრძალა ეს ავიაკომპანიაც მაშინ გამოჩნდა. აქ მგზავრებს საწევრო გადსახადი $25 ოდენობით უნდა გადაეხადათ. მგზავრობის ნებადართულ ასაკად 21 წელი განისაზღვრა.

5."MGM Grand Air"

პირველი კლასის მდიდრული ავიაკომპანია, რომელსაც მხოლოდ 33 მგზავრი გადაჰყავდა, მაშინ როდესაც ბორტი 100 ადამიანს იტევდა. ავიაკომპანიაში არ იყო რიგები, ბარგის შემოწმება და მგზავრებს არც ბარგის ლოდინი უწევდათ. მგზავრებს აქ ლიმუზინის სერვისს, ლაუნჯებს და კონსიერჟის მომსახურებას სთავაზობდნენ. ბილეთის საფასური პირველი კლასის ბილეთის ფასს ოდნავ აღემატებოდა.