ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელ თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, უკვე სრულად აცრილია.
"მე უკვე დავამთავრე ვაქცინაცია. ავიცერი ორივე დოზით, - "ფაიზერის" ვაქცინით", - თქვა ცერცვაძემ.
შეგახსენებთ: თენგიზ ცერცვაძემ და მისმა მეუღლემ კორონავირუსი უკვე გადაიტანეს.
16 ივნისის მონაცემებით, ჯამურად, საქართველოში ჩატარდა 216 742 აცრა. ამასთან, სრულად ვაქცინირებულია 72 015 მოქალაქე.