22.ივლისი .2020 19:05

AVON პრესტიჟული ბიზნეს ჯილდოს Golden Brand-ის მფლობელი მეორედ გახდა (R)

views 726
უკან

უკვე მეორე წელია, რაც Avon-ი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნეს დაჯილდოების, Golden Brand Award-ის გამარჯვებულებს შორის ხვდება და საქართველოში ბიუთი ინდუსტრიის N1 ოქროს ბრენდად სახელდება!

100 ექსპერტისა და 2000 მომხმარებლის გამოკითხვის შედეგად, კომპანიამ 2019 წლის შედეგებით კიდევ ერთხელ მოიპოვა ინდუსტრიაში საუკეთესოს ტიტული.

“წელს ისე, როგორც არასოდეს ეს ჯილდო მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ჩვენთვის, რადგან საქართველოს ბაზარზე ოპერირების 12 წლიანი ისტორიის მანძილზე, ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ქალების გაძლიერება, მცირე ბიზნესის მხარდაჭერა და ხარისხი პროდუქციასა თუ სერვისში ჩვენი ბიზნესის პრიორიტეტი და უპირატესობებია!

დღეისათვის, მიუხედავად პანდემიის შედეგად გამოწვეული სირთულებიისა,
ჩვენს გარშემო არსებული გაყიდვების წარმომადგენლების რიცხვი 20 000-მდე გაიზარდა. ხოლო ბიზნესის პარტნიორი ქალბატონების რიცხვი, რომლებიც მცირე ბიზნესის წარმომადგენლები არიან, 1000-ზე მეტს შეადგენს. გვეამაყება, რომ არც პანდემიის პერიოდში კრიზისის მიუხედავად მათი შემოსავლები არ შემცირებულა. ახლა კი Golden Brand 2019-ის ტიტულის მიღების შემდეგ უფრო თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ორგანიზაცია ხელს უწყობს ქალ-ანტერპრენერებს და მცირე ბიზნესს მათი სახით”, - აცხადებს კომპანიის დირექტორი ანა ცხადაძე.

აღსანიშნავია, რომ კომპანიებს ოქროს ბრენდის წოდება 2006 წლიდან ენიჭებათ. პროექტის ორგანიზატორები არიან მარკეტინგული კვლევის კომპანია Global Idea და მედია სახლი The Financial. ქვეყანაში COVID–ის პანდემიური ვითარების გამო, ჯილდოების გალა ცერემონია გაიმართა მთაწმინდის პარკში კლუბ “ანდერვილში” 17 ივლისს. “გოლდენ ბრენდი” ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ბიზნეს ჯილდოდ ითვლება საქართველოში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა