მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავსტრალია ქვეყანაში სამედიცინო ინვენტარის უკანონო შეტანაზე ჯარიმებს მნიშვნელოვნად ამკაცრებს

5e85a1506dd82
ნათია თაქთაქიშვილი
02.04.20 21:30
865
ავსტრალიის მთავრობა უკიდურესად ამკაცრებს ჯარიმებს ყველა იმ პირთათვის, ვინც სამედიცინო ინვენტარის უკანონო შეტანით დაკავდება კორონავირუსის პანდემიის დროს. საქმე ეხება სამედიცინო პირბადეების, ხელების სადეზინფექციო ხსნარის და სხვა დამცავი საშუალებების არალეგელურ იმპორტს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, კანონის დამრღვევი პირი 128,275 აშშ დოლარით დაჯარიმდება.

”ეს ზომები აუცილებელი გახდა იმის გამო, რომ ქვეყანაში უკვე დაფიქსირდა სამედიცინო ინვენტარის შემოტანის უკანონო შემთხვევები, რის შედეგადაც ინვენტარზე ფასები უკონტროლოდ იზრდება“, - აღნიშნულია მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში.

ბევრი ქვეყნის მსგავსად, კორონავირუსის პანდემიის გამო, ავსტრალიაშიც სამედიცინო ინვენტარის ნაკლებობაა და სირთულეს წარმოადგენს როგორც სამედიცინო პერსონალის, ასევე ინფიცირებული პაციენტების დაცვა.