მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავსტრალია უხანიდან ევაკუირებულებს კუნძულზე განათავსებს

5e3140ee1e668
ნათია თაქთაქიშვილი
29.01.20 14:15
1647
უკნასკნელი ცნობებით, ავსტალია აპირებს უხანიდან ევაკუირებულ მოქალაქეებზე კარანტინი გამოაცხადოს. როგორც BBC-ი იუწყება, ისინი ქვეყნიდან 2,000 კმ-ით დაშორებულ კუნძულ Christmas Island-ზე განთავსდებიან. ევაკურიებული მოქალაქეების რაოდენობა ამჟამად 600-ს შეადგენს და კუნძულზე 2 კვირის განმავლობაში დარჩებიან.

როგორც გამოცემა წერს, უხანიდან საკუთარი მოქალაქეების გაწვევა უკვე დაიწყო აშშ-მა, იაპონიამ და ევროპამ. "ბრიტანეთის ავიახაზებმა" შეწყვიტა ფრენები ჩინეთის მიმართულებით, ხოლო ბრიტანეთის მთავრობა აფრთხილებს მოსახლეობას, თავი შეიკავონ ჩინეთში გამგზავრებისგან, გარდა "გამონაკლისი შემთხვევბისა".

ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნული კომისიის (NHC) ექსპერტი აცხადებს, რომ დაახლოებით 10 დღეში ეპიდემია პიკს მიაღწევს.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 132-მდე გაიზარდა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 6000-ს აღწევს.