მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავსტრალიამ მელბურნში საგანგებო მდგომარეობა ხელახლა გამოაცხადა

5f041e293f7c8
ნათია თაქთაქიშვილი
07.07.20 12:10
1083
ავსტრალიის მთავრობამ მელბურნში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მეორე ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია, საგანგებო მდგომარეობა ხელახლა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ქვეყნის მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კორონავირუსით ინფიცირების მეორე ტალღის დაწყების რისკი გაიზარდა.

ვიქტორიას შტატის პრემიერმა დანიელ ენდრიუსმა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როგორიც არის სამსახურებრივი აუცილებლობით გამოწვეული გადაადგილება, სამედიცინო დაწესებულებებში ვიზიტი და გადაუდებელი სერვისების მიღების აუცილებლობა. წინასწარი მონაცემებით, საგანგებო მდგომარეობა 6 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

როგორც გამოცემა წერს, მელბურნში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 191 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც კრიზისის დაწყების შემდეგ ყველაზე დიდი რიცხვია. 

„ეს ძალიან დიდი რიცხვია. ვერ დავტოვებთ ამ ფაქტს უყურადღებოდ. შეუძლებელი იქნება ვირუსის შეკავება თუ შესაბამის ზომებს დროულად არ მივიღებთ“, - განაცხადა დანიელ ენდრიუსმა.

7 ივლისის მონაცემებით, ავტრალიაში, ჯამურად, კორონავირუსით ინფიცირების 8,755 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 106 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 7,455 ინფიცირებული.