28.თებერვალი.2016 11:54
მსოფლიო

ავსტრალიამ ნაღდი ფული შესაძლოა მიმოქცევიდან ამოიღოს

ავსტრალიამ ნაღდი ფული შესაძლოა მიმოქცევიდან ამოიღოს
ავსტრალიაში ონლაინ გადახდების რაოდენობა დიდი სისწრაფით იზრდება. ავსტრალიის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ ნაღდი ფული მიმოქცევიდან სრულიად ამოიღონ და ეს, როგორც ბანკნოტებს, ისე მონეტებსაც შეეხება.
 
მთავრობის გეგმებზე ავსტრალიის ცენტრალური ბანკის ერთ-ერთმა ლიდერმა ტონი რიჩარდსმა ისაუბრა. თუმცა აღნიშნა, რომ აქტიური მზადება ახალი სისტემის დასანერგად ჯერ არ დაწყებულა. მისივე თქმით, ცენტრალური ბანკი შესაბამის კვლევებს თვალყურს ადევნებს.

ამასთან, ქვეყანაში ხანდაზმული ადამიანების რიცხვი, რომლებიც ონლაინ გადახდებს სწავლობენ ყოველწლიურად იზრდება.

"ყოვლად მიზანშეწონილად შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ მომავალში ავსტრალიის ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის ემისიას დაიწყებს, მაგრამ თავიდან ციფრული ფულისა და ბანკნოტების მიმოქცევა თანაბარი იქნება", - აცხადებს რიჩარდსი.

ბანკირი ამავე დროს აღნიშნავს, რომ ძალიან ბევრ ავსტრალიელს საკმაოდ სოლიდური რაოდენობის ნაღდი ფული აქვს. ცოტა ხნის წინ ციფრულ ვალუტაზე გადასვლის გეგმებზე ჩინეთის სახალხო ბანკიც საუბრობდა.

25.მაისი.2019 01:00
43

რა დაგიჯდებათ პაემანი მსოფლიოს ქალაქებში?

ვრცლად
24.მაისი.2019 21:00
39

რუსეთის მილსადენი „დრუჟბა“ ევროპისათვის ნავთობის მიწოდებას 9 ივნისიდან განაახლებს

ვრცლად
24.მაისი.2019 15:06
180

სომხეთსა და ჩინეთს შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

ვრცლად
24.მაისი.2019 13:19
472

ტერეზა მეი გადადგა

ვრცლად
24.მაისი.2019 10:20
493

Reuters: Tesla კრიზისშია

ვრცლად
24.მაისი.2019 00:10
147

რიანას კოლექცია, რომელიც მომღერალმა Fenty-სთვის შექმნა

ვრცლად