მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავსტრალიასა და ესპანეთში 60 წელზე ნაკლები ასაკის პირებს AstraZeneca-თი აღარ აცრიან

606efec01f5b1
ნათია თაქთაქიშვილი
08.04.21 22:52
1182
ავსტრალია და ესპანეთი 60 წელზე ნაკლები ასაკის პირებს პირებს AstraZeneca-თი აღარ აცრიან. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ქვეყნებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ევროპის წამლის სააგენტომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინასა და „თრომბის ძალიან იშვიათ შემთხვევებს“ შორის შესაძლო კავშირი დაადგინა.

ავსტრალიის ჯანდაცვის ორგანოს განცხადებით, 60 წელს ქვევით პირებმა, ვისაც უკვე მიღებული აქვს „ასტრაზენეკას“ პირველი დოზა და აღნიშნული პერიოდის განმავლობში გვერდითი ჩვენებები არ გამოვლენიათ, თავისუფლად შეუძლიათ ისევ მიიღონ ვაქცინის მეორე დოზაც.

აღსანიშნავია, რომ ევროპის წამლის სააგენტოს ბოლო დასკვნა ცვლის ესპანეთის კოვიდ-ვაქცინაციის გეგმას, რადგან ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობდა პოლიციელების, სამედიცინო პერსონალის და პედაგოგების ვაქცინაცია აღნიშნული პრეპარატით.

რაც შეეხება ავსტრალიას, ქვეყანას ასტრაზენეკას ადგილობრივი წარმოების 50 მილიონი დოზა აქვს, ხოლო 3.8 მილიონი დოზის იმპორტი მოახდინა. ავსტრალიამ ასევე კონტრაქტის ფარგლებში უნდა მიიღოს Pfizer-ის ვაქცინის 10 მილიონი დოზა და Novavax-ის 50 მილიონი დოზა.