26.ოქტომბერი .2022 18:08

ავსტრალიაში ინფლაციამ 32-წლიან მაქსიმუმს მიაღწია

ავსტრალიაში ინფლაციამ 32-წლიან მაქსიმუმს მიაღწია
views 426
უკან

ავსტრალიაში წლიურმა ინფლაციის დონემ 7.3%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც 32-წლიანი რეკორდული მაჩვენებელია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საბაზო ინფლაციის დონე (CPI), რომელიც არ ითვალისწინებს სურსათისა და ენერგოპროდუქტების ფასებს, წინა კვარტალთან შედარებით 1.8%-ით გაიზარდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ფასები თითქმის ყველა სამომხმარებლო ჯგუფში იზრდება.

ეკონომისტების ვარაუდით, საბაზო ინფლაციის დონე წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, 8%-იან ნიშნულს მიაღწევს, რაც ავსტრალიის ცენტრალურ ბანკს აიძულებს უფრო მკაცრი მონეტარული პოლიტიკა აირჩიოს და რეფინანსირების განაკვეთი შედარებით სწრაფი ტემპით გაზარდოს.

ცნობისთვის, მონეტარული კომიტეტის წინა შეხვედრაზე ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთები 25 საბაზო პუნქტით, 3.1-3.85%-იან ნიშნულებამდე გაზარდა, თუმცა, როგორც ჩანს, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ასეთი ტემპი საკმარისი არ აღმოჩნდა ინფლაციის ზრდის ტემპის შესაჩერებლად, რაც თავის მხრივ, მსოფლიოს მასშტაბით ენერგორესურსებისა და სურსათის გაძვირებითაა განპირობებული.