მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავსტრალიაში პანდემიის გამო ეკონომიკის 4.75%-ით შემცირებას ელიან

5f19766c515f1
ნათია თაქთაქიშვილი
23.07.20 22:21
1248
ავსტრალიის ხაზინადარი ჯოშ ფრიდენბერგი აცხადებს, რომ პანდემია ქვეყნის ეკონომიკას 2020-21 ფისკალური წლისთვის 4.75%-ით შეამცირებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ავსტრალიის ხაზინადარის თქმით, ავსტრალიის მთლიანი ვალი 608 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზრდება, რაც ქვეყნის მშპ-ის მესამედია.

როგორც გამოცემა წერს, ფრიდენბერგის ვარაუდით, ქვეყნის ბიუჯეტი 131 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დეფიციტში აღმოჩნდება 2020-21 წელს, მაშინ როდესაც ქვეყნის ბუჯეტი 5 მილიარდით უნდა გაზრდილიყო კორონავირუსამდელი ვარაუდით, მიმდინარე ფინსკალური წლის განმავლობაში.

„შემაშფოთებელი რიცხვებია. მიმდინარე წლის ბიუჯეტის დეფიციტი ყველაზე მაღალია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“, – აღნიშნა ჯოშ ფრიდენბერგმა.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე ავსტრალიის მთავრობამ 117 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა ჯანდაცვაზე, სახელფასო ფონდსა და ეკონომიკის მასტიმულირებელ ზომებზე. ფრიდენბერგის განცხადებით, აღნიშნული დახმარების ფარგლებში 700 000-მდე სამუშაო ადგილის შენარჩუნება მოხერხდა.