მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავსტრალიელი მედიკოსები E-სიგარეტს ჩვეულებრივი სიგარეტის ჩამნაცვლებლად სიფრთხილით განიხილავენ

5e3b1f1d03b5a
BM.GE
06.02.20 11:20
1348
ნიკოტინის შემცველ ელექტრონულ სიგარეტებს სიფრთხილით უწევენ რეკომენდაციას, როგორც პოტენციურ და მეორე რიგის დამხმარე საშუალებას, იმ მწეველთათვის, რომელთაც მოწევის შეწყვეტა სურთ.

ავსტრალიის თერაპევტთა სამეფო კოლეჯმა (RACGP), მოწევის შეწყვეტის მხარდასაჭერ და განახლებულ გზამკვლევში, მიუთითა ნიკოტინის ჩანაცვლების თერაპიების ექიმის მიერ დანიშვნის შესაძლებლობების გაფართოების საჭიროების შესახებ.

ავსტრალიური Sydney Morning Herald-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, RACGP-ის განახლებულ გზამკვლევში სახელწოდებით - „მოწევის შეწყვეტის მხარდაჭერა“, აღნიშნულია, რომ ვეიპინგი შესაძლებელია იქნას რეკომენდებული, როგორც მეორე რიგის დამხმარე საშუალება, მოწევის შეწყვეტის მსურველთათვის.

ექსპერტთა საკონსულტაციო ჯგუფის, რომლის ავტორობითაც მომზადდა აღნიშნული გზამკვლევი, თავმჯდომარის ნიკოლას ზვარის განცხადებით, რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ ელექტრონულ სიგარეტებს შეეძლოთ მწეველთა დახმარება მოწევის შეწყვეტაში, გარკვეული გაფრთხილებებით იყო გაცემული.

„თერაპიები, რომლებიც გამოცდილია და გავლილი აქვთ სამედიცინო შეფასება, იქნებოდა პირველი არჩევანი. თუმცა იმ პირთა საყურადღებოდ, ვინც ვერ შეწყვიტა მოწევა ამ მეთოდების გამოყენების შედეგად და დაინტერესებულია ნიკოტინის ვეიპინგით, არსებობს ამ მეთოდის სარგებლის მტკიცებულებები, რომელთა მხედველობაში მიღებაც შესაძლებელია,“- განაცხადა პროფესორმა ზვარმა.

ელექტრონულ სიგარეტებსა თუ ვეიპინგთანთან დაკავშირებით არსებობს ერთი საკითხი, რომ არც ერთ მათგანს არ გაუვლია ჯეროვანი სამედიცინო შეფასება.

„თუკი წარმოადგენთ პრაქტიკოს ექიმს, პრობლემას შეგიქმნით ის გარემოება, რომ დაზუსტებით არ გეცოდინებათ თუ რას შეიცავს ესა თუ ის ელექტრონული სიგარეტი. ეს პროდუქცია არ არის სტანდარტიზებული,“ - აღნიშნავს პროფესორი ზვარი.

თუმცა, პროფესორი იქვე დასძენს, რომ სავარაუდოდ, ელექტრონული სიგარეტი გაცილებით უსაფრთხოა ვიდრე მოწევა, რადგანაც ეს პროდუქტი არ შეიცავს წვადი ტოქსინებისა და კანცეროგენების დიდ რაოდენობას, რომელთაც შეიცავს სიგარეტი.

პროფესორ ზვარის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ვეიპინგის გრძელვადიანი გავლენა ჯანმრთელობაზე ასევე უცნობია, იგი „შესაძლოა განიხილებოდეს“, როგორც პოტენციური დამხმარე მეთოდი ადამიანთა დასახმარებლად, მოწევის შეწყვეტასთან ბრძოლაში.

ნიკოტინის ჩანაცვლების თერაპიები - მათ შორის ნიკოტინის საღეჭი რეზინი, აბები თუ პლასტირი - წარმოადგენენ პირველი რიგის დამხმარე საშუალებებს ადამიანებისათვის, რომელთაც სურთ მოწევის შეწყვეტა და ელექტრონული სიგარეტებისაგან განსხვავებით, არსებობს უამრავი მტკიცებულება მათი ეფექტურობის დასადასტურებლად - აცხადებს RACGP-ის პრეზიდენტი ჰარი ნესპოლონი.

“ნიკოტინის ჩანაცვლების თერაპია წარმოადგენს ერთ-ერთს იმ მრავალი საშუალებიდან, რომელთაც ადამიანები მიმართავენ მოწევის შესაწყვეტად,“- აღნიშნავს იგი. „ეს მეთოდები გაცილებით ეფექტურია, ვიდრე მოწევის ერთბაშად შეწყვეტა.“ თუმცა, მისი განცხადებით, ფარმაცევტული ბენეფიტების სქემის შეზღუდვები საჭიროებს განახლებას. ამჟამად, თითოეულ პაციენტს ნიკოტინის ჩანაცვლების მხოლოდ ერთი თერაპიული კურსი შეიძლება დაენიშნოს და ამასთან, მხოლოდ 12 კვირის ხანგრძლივობით წელიწადში.

„მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ პაციენტები ხშირად საჭიროებენ სამ ან ოთხ ცდას მოწევის შეწყვეტისათვის. შესაბამისად, ნაცვლად იმისა, რომ პაციენტს მხოლოდ წელიწადში ერთხელ მივცეთ ამ ცდის შესაძლებლობა - უკეთესი იქნებოდა საშუალება გვქონოდა დაგვენიშნა და პაციენტებს მიეღოთ სუბსიდირებული მკურნალობის კურსი წელიწადში ერთზე მეტჯერ, - აღნიშნავს პროფესორი ნესპოლონი.

„ასევე, კვლევები ცხადყოფს, რომ თუ შეწყვეტისათვის იყენებთ პლასტირსა და საღეჭ რეზინსაც - ანუ თუ შესაძლებლობა გაქვთ გამოიყენოთ ორი მეთოდი ერთდროულად - უფრო მეტი შანსი გაქვთ, რომ მოწევას თავი დაანებოთ.“

პროფესორ ნესპოლონის განცხადებით, თამბაქოს მოხმარების ყოველდღიური და საშუალო ეროვნული მაჩვენებელი შეადგენს 12.2 %-ს. ისინი, ვინც აგრძელებენ მოწევას წარმოადგენენ „სტაჟიან მწეველებს“, რომლებიც ხშირად დაბალ სოციალურ-ეკონომიკური ჯგუფს მიეკუთვნებიან და შესაბასად, სუბსიდირებული თერაპიების ყველასათვის ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია.

„ნებისმიერი მეთოდი, რაც დაეხმარებათ დაბრკოლების გადალახვაში და მოწევის შეწყვეტაში - უმნიშვნელოვანესია, რადგანაც სისტემის დანაზოგი იქნება უზარმაზარი“,- აცხადებს პროფესორი ნესპოლონი.