ავსტრალიელი მილიარდერი ენდრიუ ფორესტი პირობას დებს, რომ ტყის ხანძრით დაზარალებულთა დასახმარებლად და ქვეყნის აღსადგენად $48 მილიონს გამოყოფს. ამის შესახებ Forbes-ი იუწყება.
გამოცემის ცნობით, ფორესტი $6,8 მილიონით, დააფინანსებს 1200 წევრისგან შემდგარ „მოხალისეთა არმიას“, რომელიც ხანძრით დაზარალებულ რეგიონებში მოსახლეობას დაეხმარება.
მილიარდერი $10 მილიონს იმ თემებისთვის გაიღებს, რომლებიც ავსტრალიის წითელ ჯვართან და ხსნის არმიასთან ითანამშრომლებენ.
დანარჩენ $34 მილიონს ენდრიუ ფორესტი ნაციონალური კონცეფციის შექმნაზე დახარჯავს, რომლის შედეგადაც ხანძრების და ეკოლოგიური პრობლემების დროს ადამიანების სიცოცხლე უკეთ იქნება დაცული.
ბრიტანელმა მომღერალმა და მუსიკოსმა ელტონ ჯონმა ავსტრალიაში ტყის ხანძართან საბრძოლველად მილიონი დოლარი გადარიცხა.
მანამდე მეხანძრეების დასახმარებლად თანხა პინკმა, კრის ჰემსვორთმა, ნიკოლ კიდმანმა, ჰიუ ჯეკმანმა, სელენა გომესმა და სხვა ვარსკვლავებმა გადარიცხეს.
ტყის ხანძრით დაზარალებულ რეგიონებს ავსტრალიის მთავრობამ $1,4 მილიარდი გამოუყო.
აღსანიშნავია, რომ ტყის ხანძრები ავსტრალიაში ცხელ ზაფხულს ხშირად თან ახლავს. ამჟამინდელ სტიქიას 30 ადამიანი ემსხვერპლა. განადგურდა ათასობით სახლი და მილიონობით ცხოველი დაიღუპა. სტიქიის გამო 5 მილიონი ჰექტარი ტყე განადგურდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის