მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავსტრალიელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ასლი ლაბორატორიაში შექმნეს

5e31dffcd3c09
BM.GE
30.01.20 00:13
3506
ავსტრალიელი მეცნიერები პირველები არიან ჩინეთის საზღვრებს გარეთ, რომლებმაც ახალი კორნავირუსის ასლი შექმნეს ლაბორატორიაში. ამის შესახებ BBC წერს. აღმოჩენას ისინი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას გაუზიარებენ იმ იმედით, რომ იგი დაეხმარება მათ ვირუსის დიაგნოსტირების და მასზე მკურნალობის პროცესში.

კერძოდ, როგორც მელბურნში მდებარე ლაბორატორიის მკვლევარებმა განაცხადეს, მათ შეძლეს გაეზარდათ ვირუსის ასლი დაინფიცირებული პაციენტისგან. ვირუსის შექმნა ჩინელმა მეცნიერებმაც შეძლეს, თუმცა, მხოლოდ მისი გენომი გაუზიარეს ორგანიზაციას. 

როგორც ავსტრალიელი მკვლევარები ამბობენ, მათი მიღწევა შესაძლებელს გახდის ვირუსის ადრეულ დიაგნოსტირებასაც მანამ, ვიდრე დაინფიცირებულს სიმპტომები გამოუვლინდება.

შეგახსენებთ, როგორც ჩინეთის შესაბამისი უწყების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ვირუსი, როგორც ჩვეულებრივ გრიპი, ვრცელდება ინკუბაციის პერიოდშიც. თუმცა, აღნიშნულს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ჯერ არ ადასტურებს.
 
შეგახსენებთ, ჩინეთში ახალ კორონვირუსს 130-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.