მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავსტრალიის ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთებს ამცირებს

5d9304b2e2003
მიხეილ ხაჩიძე
01.10.19 22:50
918
ავსტრალიის ცენტრალურმა ბანკმა წელს მესამედ შეამცირა საპროცენტო განაკვეთები, რის შედეგადაც იგი რეკორდულ მაჩვენებლამდე ჩამოვიდა. საერთაშორისო სავაჭრო კონფლიქტებისა და ეკონომიკის შესუსტების გამო, ავსტრალიის სარეზერვო ბანკმა (RBA) ასევე გამოაცხადა მზადყოფნა, შემდგომი ნაბიჯები გადადგასათვის. საპროცენტო განაკვეთები ამ ეტაპისთვის, ქვეყანაში 0.75 პროცენტია.


RBA-შეფის ფილიპ ლოუვის განცხადებით,  ამ ნაბიჯმა უნდა გაზარდოს არამარტო ეკონომიკა, არამედ შრომის ბაზარი.


გლობალური ეკონომიკის შენელების გამო, ცოტა ხნის წინ, მსოფლიოს რამდენიმე ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა შეცვალა. სექტემბერში აშშ-ს ფედერალურმა სარეზერვო ფონდმა კვლავ შეამცირა ძირითადი საპროცენტო განაკვეთი.


ევროპულმა ცენტრალურმა ბანკმა კი ეკონომიკის ვარდნისა და ინფლაციის შემცირების მიზნით გადაწყვიტა, გაზარდოს ინტერესი საბანკო დეპოზიტებზე და ობლიგაციების შესყიდვები განაახლოს.