მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავსტრალიის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა

648066cd31467
გიორგი თოლორდავა
07.06.23 15:50
450
რეკორდულად მაღალი ინფლაციის დასაძლევად, ავსტრალიის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. კომიტეტის შეხვედრაზე ძირითადი რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 25 საბაზრო პუნქტით, 4%-იან ნიშნულამდე გაიზარდა.

ცენტრალური ბანკის წარმომადგენლობის განმარტებით, მონეტარული პოლიტიკის ეტაპობრივი გამკაცრების პროცესი იქამდე გაგრძელდება, სანამ ინფლაციური წნეხი არ დაიძლევა და სამომხმარებლო ფასების ზრდის ტენდენცია არ შენელდება.

ცნობისთვის, წლიური ინფლაციის დონე ავსტრალიაში 7%-ის ფარგლებშია, რაც გასული 30 წლის უმაღლესი მაჩვენებელია. ფასების ზრდა, სხვა დასავლური სახელმწიფოების მსგავსად, ენერგორესურსებისა და სურსათის გაძვირებითაა გამოწვეული.

ანალიტიკოსების შეფასების, ცენტრალური ბანკის მომდევნო შეხვედრაზე რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 0.25 პროცენტული პუნქტით გაიზრდება, ამის შემდეგ კი მოსალოდნელია, რომ ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელდეს და ცენტრალური ბანკიც მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების სტრატეგიაზე გადაერთოს.