06.იანვარი .2020 22:15

ავსტრალიის მთავრობა 1,4 მილიარდ დოლარს გამოყოფს ხანძრით დაზარალებული რეგიონებისთვის

views 405
უკან

ავსტრალიის პრემიერ მინისტრ სკოტ მორისონის განცხადებით, მთავრობა 1,4 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს ზარალის ასანაზღაურებლად, რომელიც რეგიონებს ტყის მასშტაბური ხანძრების შედეგად მიადგა.

ასევე აღსანიშნავია, რომ ქვეყანა შექმნის სპეციალურ ფონდს დამატებითი სახსრების მოსაზიდად. აღნიშნული თანხით კი დაეხმარებიან ხანძრისგან დაზარალებულ ფერმერებს და მეწარმეებს. ასევე ფულის ინვესტირება იგეგმება ჯანდაცვის პროგრამაში.

„მინდა ვუზრუნველყო ამ ქვეყნის მომავალი სიცოცხლისუნარიანობა და ამას შევძლებთ ინვესტიციის მიმართვით იმ სექტორებისკენ, რომლებიც აღნიშნულის საჭიროებას განიცდიან“, - განაცხადა ავსტრალიის პერმიერ-მინისტრმა.

მორისონმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა ინვესტიციებს არ დაიშურებს გზების და ხიდების რეაბილიტაციისთვის, ასევე გეგმავენ აღადგინონ დანგრეული სკოლები.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა