მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავსტრალიის მთავრობა ეკონომიკის დასახმარებლად $11.4 მილიარდს გამოყოფს

5e69fc4896a74
ნათია თაქთაქიშვილი
12.03.20 23:10
824
ავსტრალიის მთავრობა 11.4 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს ქვეყნის ეკონომიკის დასახმარებლად, რაზეც ნეგატიურ ეფექტს ახდენს მსოფლიოში პანდემიად გამოცხადებული კორონავირუსი. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

ფინანსური პაკეტი მოიცავს დახმარებას მცირე ბიზნესისთვის და იმ პირებისთვის, ვინც სახელმწიფოსგან შემწეობას იღებს.

აღსანიშნავია, რომ ავსტრალიის მთავრობა 7.1 მილიარდი დოლარი 30 ივლისამდე უნდა დახარჯოს, თანხის დარჩენილი ნაწილი კი - 2021 წლის ივლისამდე.

პრემიერ-მინისტრ სკოტ მორისონის განცხადებით, აღნიშნული ფინანსური რესურსი იქნება დაუყოვნებელი სტიმული ავსტრალიის ეკონომიკისთვის. მისი განცხადებით, ავსტრალიის მოსახლეობის მეოთხედი ანუ დაახლოებით 6.5 მილიონი ადამიანი არის დამოკიდებული სახელმწიფო შემწეობაზე.

მორისონმა განაცხადა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი დახამრების სახით ერთჯერადათ მიიღებს 1,294-16,184 აშშ დოლარის თანხას, რათა მათ შეძლონ ხელფასების გადახდა თანამშრომლებისთვის.