მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავსტრალიის მთავრობამ ადგილობრივებს კენგურუებზე ნადირობის უფლება მისცა

5d95ee85c55d0
მიხეილ ხაჩიძე
05.10.19 00:20
1813

ავსტრალიაში კენგურუების ხორცი შესაძლოა შინაური ცხოველების საკვებად გადაამუშავონ. დასავლური მედიის ინფორმაციით, შტატ ვიქტორიას მთავრობამ ადგილობრივებს შესაბამისი ნებართვის შემდეგ,  ცხოველებზე ნადირობის უფლება მისცა.



შტატის ხელისუფლებამ შვიდი ადგილი დაასახელა, სადაც მათი თქმით, კენგურუების რაოდენობა ყველა შესაძლო საზღვარს აღემატება.



როგორც ცნობილია, ავსტრალიაში 45 მილიონზე მეტი კენგურუ ბინადრობს, რაც თითქმის ორჯერ მეტია ვიდრე ქვეყნის მოსახლეობა.


როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრი განმარტავს, ცვლილებების საფუძველზე კენგურუების რაოდენობა გარკვეულ "ჯანსაღ ნიშნულზე" უნდა ჩამოიყვანონ.


 ავსტრალიაში კენგურუს ხორცს ადგილობრივები საკვებადაც იყენებენ. ქვეყნის სუპერმარტეკებში მისი ხორცი ყველასთვის ხელმისაწვდომია; განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს  შემწვარი კენგურუს ხორცი.