მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავსტრალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, COVID-19-ზე აცრა ყველა მოქალაქისთვის სავალდებულო იქნება

5f3cc86af4077
BM.GE
19.08.20 10:35
1878
ავსტრალიის 25 მილიონი მოქალაქისთვის COVID-19-ზე აცრა სავალდებულო იქნება, ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა გააკეთა. 

რამდენიმე დღის წინ ქვეყნის მთავრობამ ფარმაცევტულ გიგანტთან - AstraZeneca-სთან და ოქსფორდის უნივერსიტეტთან "პერსპექტიული" ვაქცინის ავსტრალიაში გამოყენებაზე გააფორმა შეთანხმებები. მთავრობა მოსახლეობის ვაქცინაციას სრულად დააფინანსებს, შესაბამისად ეს პროცედურა მოქალაქეთათვის უფასო იქნება.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მას შემდეგ რაც ვაქცინები სამედიცინო ნებართვას მიიღებენ, ავსტრალიაში ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის პროცესი უნდა დაიწყოს, რომელშიც მოსახლეობა სავალდებულო წესით უნდა ჩაერთოს. მთავრობის განმარტებით იქნება გამონაკლისები მოსახლეობის გარკვეული ჯგუფებისთვის, თუმცა აცრა პოპულაციის 95%-ისთვის მაინც უნდა იყოს სავალდებულო. 

სკოტ მორისონის ამ განცხადებას "ანტივაქსერების", ანუ ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა მხრიდან მკვეთრი კრიტიკა მოჰყვა. 

იმის მიუხედავად, რომ ავსტრალია ჩინეთის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის შემდეგ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც COVID-19 დაფიქსირდა, ქვეყანაში ვირუსის მკვეთრი აფეთქება არ მომხდარა. ამ დროისთვის ავტრალიაში ახალი ვირუსით ინფიცირების 23,773 შემთხვევა არის აღრიცხული, საიდანაც 15,000 უკვე გამოჯანმრთელებულია. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 438-ს შეადგენს.