მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავსტრალიის პრემიერი ხანძრის შედეგად დაზარალებულებისთვის დამატებით $50 მილიონ გამოყოფს

5e1ed7774ef56
ნათია თაქთაქიშვილი
15.01.20 22:50
899
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა, რომ ხელისუფლება დამატებითი $50 მილიონს გამოყოფს ხანძრების შედეგად დაზარალებულებისთვის. როგორც მან აღნიშნა, მზად არის დაეხმაროს როგორც მოსახლეობას, ასევე ბიზნესს, რომელიც კრიზისშია ხანძრის გამო. ამის შესახებ 9NEWS.com-ი იუწყება.

სკოტ მორისონი ამბობს, რომ ქვეყანაში გაიზრდება იმ ადგილების რაოდენობა, სადაც მოსახლეობას შეუძლია განაცხადოს არსებული ზარალის ოდენობის შესახებ.

მთავრობის ინიციატივით, გათვალისწინებულია ხანძრების შედეგად დაზარალებული მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებაც. როგორც პრემიერი აღნიშნავს, თანხა თითო ბავშვზე $800 იქნება ნაცვლად $400-ისა.

„იმედი გვაქვს, რომ ამ თანხით ათობით ათას ადამიანს დავეხმარებით, რათა მათ მომდევნო დღეები და კვირები გადაიტანონ“, – ნათქვამია ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

მასშტაბური ხანძრები ავსტრალიაში სექტემბრიდან მძვინვარებს. შედეგად, რვა მილიონ ჰექტარზე მეტი ფართობის ტყის მასივი დაიწვა. განადგურებულია 2 000-ზე მეტი სახლი. ხანძრების შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა.