მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავსტრალიის შს მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

5e6b4348b3964
BM.GE
13.03.20 12:23
669
ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, პიტერ დუტონმა კორონავირუსით ინფიცირების შესახებ თავად განაცხადა.

როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, მას ვირუსის სიმპტომები აღენიშნებოდა და ტესტის ჩატარება გადაწყვიტა, ხოლო ტესტზე დადებითი პასუხის მიღების შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ავსტრალიაში კორონავირუსით ინფიცირების 361 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, გარდაიცვალა - 1, ხოლო გამოჯანმრთელდა - 4 მოქალაქე.