მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავსტრია 1 მაისიდან კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ამსუბუქებს

5ea80fdb332e6
ნათია თაქთაქიშვილი
28.04.20 19:50
1738
ავსტრიაში პირველი მაისიდან მოქალაქეების გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას აპირებენ. ამასთან, ქვეყანაში კვლავ შენარჩუნდება სულ მცირე ერთი მეტრის სოციალური დისტანციის დაცვის ვალდებულება.

15 მაისიდან ავსტრიაში მუშაობას განაახლებენ რესტორნები და ბარები, თუმცა კლიენტებს შორის უნდა იყოს დაცული ერთი მეტრის დისტანცია. ამასთან, ერთ მაგიდასთან დაუშვებელი იქნება ოთხ პირზე მეტის დასხდომა.

15 მაისიდან ასევე იგეგმება ზოოპარკების გახსნა.

29 მაისიდან ავსტრიაში სასტუმროების მუშაობის განახლებას აპირებენ. ამავე დროს, ქვეყანაში გაიხსნება აუზები.

როგორც ავსტრიის ტურიზმის მინისტრმა, ელიზაბეთ კესტინგერმა განაცხადა, თითოეულმა ადმიანმა უნდა დაიცვას დისციპლინა, რათა დაწესებულებები სრულად გაიხსნას.

თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრმა, რუდოლფ ანშობერმა განაცხადა, რომ საზოგადოებრივ ადგილებში პირბადის ტარება კვლავ აუცილებელი იქნება. მისი თქმით, ამ შეზღუდვის გაუქმება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი.

28 აპრილის მონაცმემებით, ავსტრიაში კორონავირუსით ინფიცირების 15,274 დადასტურებული შემთხვევა იქნა გამოვლენილი, გარდაიცვალა 549 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 12,362 ინფიცირებული.