მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავსტრია ევროკავშირს „მწვანე პასპორტის“ დაუყოვნებელი დანერგვისკენ მოუწოდებს

6037c06ad1a1f
ნათია თაქთაქიშვილი
26.02.21 00:30
965
ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი ევროკავშირს „მწვანე პასპორტის“ დაუყოვნებელი დანერგვისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით „მწვანე პასპორტის“ ქონის შესაძლებლობა უნდა მიეცეს ყველას, ვინც კოვიდ-ვაქცინა გაიკეთა ან კორონავირუსი გადაიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზა, რომელიც მოგზაურობის განახლების შესაძლებლობას მოგვცემს ევროკავშირის მასშტაბით, არ აქვს მნიშვნელობა პირადი თუ ბიზნეს მიზნებისთვის. მოსახლეობას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დაესწროს სხვადასხვა ღონისძიებებს და ეწვიონ სასტუმროებს“, - განაცხადა კურცმა.

მისი განცხადებით, თუ „მწვანე პასპორტი“ ევროკავშირის სრულ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მაშინ ავსტრია თანამოაზრეების მოძებნას, როგორც მეზობელ ასევე არამეზობელ ქვეყნებთან შეეცდება.

კურცის განცხადებით, ტურიზმი ავსტრიის ეკონომიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და მისი აღდგენა „უკიდურესად მნიშვნელოვანია“.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირს კოვიდ-პასპორტის შემოღებისაკენ ცოტა ხნის წინ საბერძნეთმაც მოუწოდა.