19.ოქტომბერი .2020 20:50

ავსტრია შეკრებებზე შეზღუდვებს აწესებს

views 268
უკან

ავსტრიის მთვრობა კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების გამო აკრძალვებს ამკაცრებს სოციალურ შეკრებებთან დაკავშირებით. პარასკევიდან დახურულ სივრცეში ექვსზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ავსტრიის კანცლერის სებასტიან კურცის განცხადებით, გარე სივრცეში მაქსიმუმ 12 ადამიანის შეკრება იქნება დაშვებული.

კურცი აღნიშნავს, რომ მიღებული აკრძალვები არაპოპულარულია, მაგრამ სამწუხაროდ აუცილებელი. შეკრებასთან დაკავშირებით დაწესებული აკრძალვები ყველგან ვრცელდება გარდა ოფისებისა. გამოცემა წერს, რომ გამონაკლისს წარმოადგენს დაკრძალვის ცერემონიალები.

„ჩვენ უკვე ზღვარზე ვართ. ზრდა ძალიან სწრაფია და ინფიცირებულთა რიცხვი მაღალი. ვიცით, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება თუ შესაბამის ზომებს არ მივიღებთ“, - განაცხადა კურცმა.

გამოცემის მიხედვით, აკრძალვითი ზომები ასევე შეეხება ოპერისა და ბალეტის თეატრს, საფეხბურთო მატჩებს. გარე სივრცეში 1 500-მდე პირის დასწერება იქნება შესაძლებელი, ხოლო შიდა სივრცეში - 1,000 ადამიანის.

CNN-ი წერს, რომ ავსტრიაში გასული კვირის განმავლობაში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი ვლიდებოდა და დღიურად 1 700-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდებოდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა