მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავსტრიამ საქართველოს 5 000 დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა აჩუქა

60e29da45aa27
ინგა მურუსიძე
05.07.21 09:49
621
ავსტრიამ საქართველოს 5 000 დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა აჩუქა. ინფორმაცია საქართველოს ელჩმა ავსტრიაში, ქეთევან ციხელაშვილმა facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. 

“ახლახან დაეშვა თბილისის აეროპორტში ვენა-თბილისის რეისი, რომლითაც ავსტრიის მიერ საქართველოსათვის საჩუქრად გადაცემული 5000 დოზა “ასტრაზენეკას” ვაქცინა ჩავიდა.

დიდი მადლობა ავსტრიის მთავრობას - ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს, ამ დახმარებისა და სოლიდარობისათვის!

ეს მეგობრობის მნიშვნელოვანი ჟესტია, რასაც ძალიან ვაფასებთ”, - წერს ციხელაშვილი სოციალურ ქსელში.