21.იანვარი .2022 14:42

ავსტრიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახდა

ავსტრიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახდა
views 793
უკან

ავსტრიის პარლამენტმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მკაცრი ვაქცინაცის სავალდებულოობას დაუჭირა მხარი. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ქვეყანაში ვაქცინაცია 18 წელს გადაცილებული პირებისთვის სავალდებულო გახდება.

როგორც CNN წერს, ვისაც ვაქცინის დამადასტურებელი სერტიფიკატი არ ექნება (თუ გამონაკლის შემთხვევებს არ მიეკუთვნება) 600 ევროთი დაჯარიმდება.

ორსულები და ის პირები, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ იცრებიან, გამონაკლისებს მიეკუთვნებიან. რაც შეეხება კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულებს, 180 დღე შეუძლიათ ამ გამონაკლისით ისარგებლონ.

გასულ კვირას ავსტრიის მთავრობამ ვაქცინაციის მასტიმულირებელი კიდევ ერთი პაკეტი, ლატარია წარადგინა. მოქალაქეებს თითოელ დოზაზე ერთ ბილეთს აძლევენ, ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში კი მათ სამი ბილეთი ექნებათ. ლატარიის წესებით ყოველი მე-10 ბილეთი 500 ევროიან ვაუჩერს იგებს. CNN-ის ინფორმაციით, ავსტრიას ევროაკავშირის ქვეყნებს შორის ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს.