მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავსტრიაში სატვირთო მანქანით 20 ტონა შოკოლადი მოიპარეს

5dd834aa82571
BM.GE
22.11.19 23:54
5995
ავსტრიაში სატვირთო მანქანით 20 ტონა შოკოლადი მოიპარეს. ტკბილეულის ღირებულებამ 50 000 ევრო შეადგინა. საუბარია „მილკას“ შოკოლადებზე, რომელიც უცნობმა პირმა ქარხნიდან სატვირთო მანქანით გაიტაცა, მანამდე მან ქარხნის წარმომადგენლები დაარწმუნა, რომ კურიერი იყო.

როგორც ცნობილია, შოკოლადების ქარხანამ ადგილობრივ კომპანიას პროდუქციის ავსტრიიდან ბელგიაში ტრანსპორტირება სთხოვა. კომპანიამ შესაბამისი კონტრაქტი უნგრულ გადამზიდავ ფირმასთან გააფორმა, რომელმაც თავის მხრივ ჩეხი კონტრატორი დაიქირავა ტრანსპორტირების განსახორციელებლად. თუმცა, მძღოლი, რომელიც მივიდა შოკოლადის გადასატანად, არ იყო სინამდვილეში დაქირავებული პირი. მან გაყალბებული დოკუმენტები გამოიყენა და პროდუქცია გაიტაცა. ევროპული მედიის ცნობით, მძღოლი და სატვირთო ამ დრომდე არ უპოვიათ, ვინაიდან მანქანას მოპარული ნომრები ჰქონდა მიმაგრებული.

როგორც ავსტრიის პოლიციაში აცხადებენ, მსგავსი შემთხვევები, ბოლო წლების განმავლობაში გახშირდა. „ბოლო წლებში არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც პროდუქციით სავსე სატვირთო მანქანა დანიშნულების ადგილამდე ვერასოდეს მივიდა, მათ შორის იყო შოკოლადებით დატვირთული მანქანაც“, - განაცხადა პოლიციის პრესსპიკერმა.