მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ავსტრიელი ინვესტორებისთვის საქართველოში ბევრი მიმზიდველი შესაძლებლობაა“ - კანცლერი

63d7aac643160
ვიქტორია მღებრიშვილი
30.01.23 15:36
576
ავსტრიის ფედერალური კანცლერის კარლ ნეჰამერის განცხადებით, საქართველო ავსტრიისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია. ამის შესახებ მან საქართველოში ვიზიტისას ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ის მიმართულებები დაასახელა, რომელიც ავსტრიული კომპანიებისთვის საქართველოში მიმზიდველია.

„საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია. არსებობს ბევრი მიმზიდველი შესაძლებლობა, რათა მათ შორის ავსტრიელი ინვესტორების მოზიდვა მოხდეს. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მონაცემები ძალიან შთამბეჭდავია, როდესაც ეკონომიკური ბაზრის განვითარებაზე, ტურიზმზე ვსაუბრობთ, მათ შორის როდესაც ენერგოგენერაციის მიმართულებაზე ვლაპარაკობთ, საქართველო ავსტრიული კომპანიებისთვის მართლაც საინტერესო პარტნიორია. არსებობს თანამშრომლობა Rauf-სა და Healthy Water-ს შორის, რომელსაც ქვეყანაში ერთგვარი ნოუჰაუ შემოაქვს და ერთობლივად ვაღწევთ შთამბეჭდავ წარმატებას“, - განაცხადა ნეჰამერმა.

ცნობისთვის: 2021 წლის მონაცემებით, ქვეყანაში განხორციელებულმა ავსტრიულმა ინვესტიციებმა სულ რაღაც 7.5 მლნ დოლარი შეადგინა, რაც საანგარიშო პერიოდის ჯამურ FDI-ის 0.6% იყო.