მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავსტრიის ელჩი: ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი ორ ქვეყანას შორის ბიზნეს კავშირების გაძლიერება იქნება

5fa6bf2f31d86
თამთა ჯიჯავაძე
07.11.20 21:00
1770
ავსტრიის ელჩი საქართველოში თომას მიულმანი, რომელმაც აღნიშნული პოზიცია დაახლოებით ორი თვის წინ დაიკავა, BMG-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის, განსაკუთრებით ბიზნეს-კავშირების გაძლიერება.

„ძალიან კარგი საფუძველი მაქვს სამუშაოდ. საქართველოსა და ავსტრიას შორის კავშირები არის შესანიშნავი, ჩვენ გვაქვს კავშირები სხვადასხვა მიმართულებით – დაწყებული ბიზნესიდან დასრულებული ადამიანური კავშირებით“, – აღნიშნა დიპლომატმა.

მისივე თქმით, პანდემიამ საკმაოდ გაართულა თანამშრომლობის პროცესი, თუმცა, მას სამუშაოდ დახვდა ძალიან კარგი საფუძველი, რაც მანამდე იყო შექმნილი.

„ვფიქრობ, ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება იმ კავშირების აღდგენა და გაძლიერება, რაც მანამდე გვქონდა. განსაკუთრებით ბიზნეს კავშირების, ვინაიდან ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ბოლოს, ამიტომაც ვფიქრობ, თანამშრომლობა იქნება საჭირო იმისათვის, რომ გავცდეთ ამ დაბალ ნიშნულიანი ეკონომიკური ზრდის პერიოდს და ავაშენოთ ბიზნეს კავშირები“, – განაცხადა ელჩმა.

ცნობისთვის, ავსტრიის ელჩთან ინტერვიუს ნაწილი ხვალ, 8 ნოემბერს 22:00 საათზე, გადაცემა The Checkpoints-ში, BMG-ის სოციალურ არხებზე გავა.