02.მარტი .2022 00:46

ავსტრიული ენერგოკომპანია OMV-ი Nord Stream 2-ის პროექტში მონაწილეობის შეჩერებას გეგმავს

ავსტრიული ენერგოკომპანია OMV-ი Nord Stream 2-ის პროექტში მონაწილეობის შეჩერებას გეგმავს
views 711
უკან

ავსტრიული ენერგოკომპანია OMV, რომელიც Nord Stream 2-ის მილსადენში 10%-იანი მეწილეა, პროექტში მონაწილეობის გადახედვას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების მიხედვით, კომპანია პროექტიდან გასვლის შესახებ იმსჯელებს. 

დღეს კი OMV-მ განაცხადა, რომ ისინი აჩერებენ Gazprom-თან მოლაპარაკებებს ურენგოის ოლქში ბუნებრივი გაზის საბადო 4A და 5A-ს 25%-იანი წილის შესყიდვის თაობაზე, რის შესაძენადაც კომპანიამ რუსულ სახელმწიფო კომპანიასთან მოლაპარაკება ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო. 

ავსტრიული OMV-ის შვილობილი რუმინული OMV Petrom-ი კი შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის კვლევა-ძიებით და მოპოვებით არის დაკავებული. მათ შორისაა, საქართველოს შავი ზღვის შელფის სალიცენზიო არეალიც, სადაც წელს კომპანია ფსკერის 3D შესწავლას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა