27.აგვისტო .2019 16:46

ავთანდილ წერეთელი - ჩემი "დანაშაული" ერთადერთია - მე ჩემს მეგობრებს ჩემი ფული ვასესხე

views 287
უკან

"აბსურდია, ვერ შემედავებიან. რა ტრანზაქცია გააკეთა ხაზარაძემ, ჯაფარიძემ რა ჩემი საქმეა. მე ვასესხე ჩემს მეგობრებს ფული," - ამის შესახებ ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე პროცესი უნდა გაიმართოს.

"ჩემი "დანაშაული" ერთადერთია - მე ჩემს მეგობრებს ჩემი ფული ვასესხე. იმ პერიოდში ჩემს კომპანიება 200 მლნ ზე მეტი ბრუნვა და 2000 ზე მეტი დასაქმებული მყავდა. მე ჩვენებაც მივეცი, რომ ეს ჩემი თანხები იყო და მანამდეც ბევრჯერ გამისესხებია თანხები მათზე და სხვებზეც. 

არ შეიძლება ასეთ საქმეზე დეტალებს და საგამოძიებო სტრუქტურებში თუ სასამართლოში მედიის საშუალებით ვიგებდე. ეს არ იყო "ფულის გათეთრება" , ყველაფერი იყო ოფიციალურად, ბანკის თანხებით და გამჭირვალედ, ანუ "თეთრი ფულით" რა დავაშავე არ მესმის. 

არც გირაოს ვეთანხმები, რადგან გამქცევ და უპასუხისგებლო კაცს ვერ ნახევარი მილიონი დააკავებს და ვერც 3 მილიონის გირაო. 

დამიბარეს და დილის 7 საათზე ვიყავი თბილისში და დღეს ვარ სასამართლოში. ასეც მოვიქცევი მომავალში. ბადრი ჯაფარიძესთან და მამუკა ხაზარაძესთან, კი წლებია პარტნიორობა მაკავშირებს,"- ამბობს წერეთელი.

შეგახსენებთ, რომ "თიბისი ბანკის" საქმეზე პროკურატურამ "TV პირველის" დამფუძნებლის მამას, კომპანიების "სამგორი თრეიდისა" და "სამგორი M"-ის მეწილე ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ბრალი წარუდგინა. 

პროკურატურა წერეთელს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა