27.აგვისტო .2019 16:41

ავთანდილ წერეთელი: "თეთრი ფულით" რა დავაშავე არ მესმის

views 372
უკან

"ეს არ იყო "ფულის გათეთრება" , ყველაფერი იყო ოფიციალურად, ბანკის თანხებით და გამჭირვალედ, ანუ "თეთრი ფულით" რა დავაშავე არ მესმის," ამის შესახებ ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე პროცესი უნდა გაიმართოს.

"ჩემი "დანაშაული" ერთადერთია - მე ჩემს მეგობრებს ჩემი ფული ვასესხე. იმ პერიოდში ჩემს კომპანიება 200 მლნ ზე მეტი ბრუნვა და 2000 ზე მეტი დასაქმებული მყავდა. მე ჩვენებაც მივეცი, რომ ეს ჩემი თანხები იყო და მანამდეც ბევრჯერ გამისესხებია თანხები მათზე და სხვებზეც.

არ შეიძლება ასეთ საქმეზე დეტალებს და საგამოძიებო სტრუქტურებში თუ სასამართლოში მედიის საშუალებით ვიგებდე. ეს არ იყო "ფულის გათეთრება" , ყველაფერი იყო ოფიციალურად, ბანკის თანხებით და გამჭირვალედ, ანუ "თეთრი ფულით" რა დავაშავე არ მესმის.

არც გირაოს ვეთანხმები, რადგან გამქცევ და უპასუხისგებლო კაცს ვერ ნახევარი მილიონი დააკავებს და ვერც 3 მილიონის გირაო.

დამიბარეს და დილის 7 საათზე ვიყავი თბილისში და დღეს ვარ სასამართლოში. ასეც მოვიქცევი მომავალში. ბადრი ჯაფარიძესთან და მამუკა ხაზარაძესთან, კი წლებია პარტნიორობა მაკავშირებს,"- ამბობს წერეთელი. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა