მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავთანდილ წერეთელი: საღამოს - ყადაღა, დილას კი სასამართლო ჩაინიშნა, ეს არის ამ მთავრობის მორალი

5e05c87657f17
თელარა გელანტია
27.12.19 12:59
1374
„ერთს ვიტყვი, რომ საღამოს - ყადაღა, დილას კი სასამართლო ჩაინიშნა, ეს არის ამ მთავრობის მორალი. ტელეკომპანია ("პირველს") ვუკავშირებ, აბა ვის დავუკავშირო“, - ეს განცხადება ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა დღეს ე.წ. ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის სასამართლო სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან გააკეთა.

ცნობისთვის: ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად 2019 წლის ივლისში წაუყენეს. საქართველოს გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ჯგუფურად 16.7 მლნ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ადანაშაულებს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას. საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტია tv “პირველის“ მფლობელის მამა ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი.  

მიმდინარე წლის აგვისტოში სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ. პროკურატურამ ამ ზომას უწოდა „დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ეკვივალენტების დაყადაღება“.

„თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლებს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვთ 700 000-700 000 ლარის გირაო.