14.იანვარი .2020 18:02

ავთანდილ წერეთელს პროკურატურამ ქვეყნის დატოვების უფლება მისცა

views 221
უკან

ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებლის მამას, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს პროკურატურამ ქვეყნის დატოვების უფლება მისცა.

როგორც bm.ge-ის მისმა ადვოკატმა კახა წერეთელმა განუცხადა, დაცვის მხარემ 20-30 იანვრის პერიოდში ქვეყნის დატოვების უფლება სამკურნალოდ წასასვლელად ითხოვა. კახა წერეთლის თქმით, მას მოლოდინი ჰქონდა, რომ პროკურატურა შუამდგომლობას დააკმაყოფილებდა.

ამასთან, წერეთლის განმარტებით, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში სასამართლოში ჩანიშნული პროცესები გადაიდო.

ცნობისთვის: ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად 2019 წლის ივლისში წაუყენეს. საქართველოს გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ჯგუფურად 16.7 მლნ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ადანაშაულებს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას. საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტია tv “პირველის“ მფლობელის მამა ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი.

მიმდინარე წლის აგვისტოში სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ. პროკურატურამ ამ ზომას უწოდა „დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ეკვივალენტების დაყადაღება“.

„თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლებს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვთ 700 000-700 000 ლარის გირაო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა