24.აგვისტო .2020 15:45

ავტოავარიების მსხვერპლთა ბოლო ხუთი წლის სტატისტიკა - ტენდენცია

views 1792
უკან

2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 97 ადამიანი დაიღუპა, ხოლო მეორე კვარტალში - 42. მესამე კვარტლის მონაცემები ჯერ უცნობია.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული სტატისტიკის მიხედვით, საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2015 წლიდან კლებადია. კერძოდ, 2015 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს სულ 434 ადამიანი ემსხვერპლა, მაშინ როდესაც 2016 წელს ეს რიცხვი 430 იყო, 2017 წელს – 372, 2018 წელს – 323, ხოლო 2019 წელს - 320.

აღნიშნულ სტატისტიკაში შედის, როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალებაში მჯდომი, ასევე, ქვეითად მოსიარულეებიც, რომლებიც ავარიებს ემსხვერპლნენ.

შეგახსენებთ, გუშინ შატილის გზაზე სამარშრუტო ტაქსის კლდიდან გადავარდნის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამის მდგომარეობა კრიტიკულია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა