მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტობუსებში აცრების დღიური რაოდენობა 51-დან 95-მდე მერყეობს - გაბუნია

6139c5a929d39
ინგა მურუსიძე
09.09.21 12:41
533
დიდ ქალაქებში ვაქცნაციის 13 ავტობუსი მოძრაობს. ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ავრცელებს.

„ყველაზე დაბალი დატვირთვა აქვს თბილისში, საბურთალოზე მოძრავ ავტობუსს, რაც გასაკვირი არც არის, რადგან იქ არის ძალიან ბევრი ამცრელი დაწესებულება. ასეთი ავტობუსი სხვა ლოკაციებზე გადანაწილდება. სხვა ავტობუსებში გუშინდელი მაჩვენებლით აცრების რაოდენობა დღიურად 51-დან 95-მდე მერყეობს. გლდანში იყო გუშინ ძალიან კარგი დატვირთვა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, ავტობუსების გამოყოფის დამატებითი საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს, რადგან 600-მდე ამცრელი დაწესებულებაა ქვეყანაში.

„თუმცა ავტობუსების გადანაწილება მოხდება იმ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობით, სადაც მეტი მოთხოვნა და საჭიროებაა“, - აღნიშნა გაბუნიამ.