მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტობუსებზე განთავსებული საინფორმაციო ტაბლოები გამოირთო - განცხადება

6076af35dcf1d
თელარა გელანტია
14.04.21 11:40
406
თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს.

"თბილისის მუნიციპალურ ავტობუსებზე განთავსებულ საინფორმაციო ტაბლოებზე, რომლებზეც ავტობუსის მარშრუტის ნომრებია ასახული, ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა. აღნიშნული ხარვეზის გამო, ტაბლოები  გამორთულია.

სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურების, ასევე კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც  ავტობუსების ტაბლოების პროგრამულ უზრუნველყოფას ახორციელებენ, ხარვეზის დროულად აღმოსაფხვრელად მუშაობენ", - ნათქვამია განცხადებაში.