მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტობუსი N51 ხვალიდან ახალი სქემით იმოძრავებს

60ca05929373e
ინგა მურუსიძე
16.06.21 19:15
735
გლდანის რაიონში, ლესელიძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებასთან ერთად, ხვალიდან ავტობუსი N51 ძველი, დადგენილი სქემით იმოძრავებს.

როგორც bm.ge-ს თბილისის მერიიდან აცნობეს, ლესელიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების მსვლელობის პერიოდში, ავტობუსი N51 გადაადგილდებოდა შეცვლილი მარშრუტით - მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“, თიანეთის გზატკეცილზე სვლას მარცხნივ მოხვევით განაგრძობდა.

"სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ავტობუსი მგზავრებს ძველი, დადგენილი სქემით მოემსახურება, რომლის მიხედვითაც, მგზავრების მომსახურებას მე-8 მიკრორაიონის მიმართულებითაც შეძლებს", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.