ინდური კომპანია Adventures Overland უახლოეს მომავალში ავტობუსით მგზავრებს სტამბოლიდან ლონდონამდე 12 000-კილომეტრიან მოგზაურობაში წაიყვანს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მსოფლიოში ავტობუსის ყველაზე გრძელი მარშრუტის შემქმნელი კომპანია Adventures Overland მეწარმეებმა თუშარ აგარვალმა და სანჯაი მადანმა ჯერ კიდევ 2012 წელს დააარსეს და ინდოეთიდან ლონდონში სამარშრუტო ექსპედიციები არაერთხელ განახორციელეს. თუმცა მათ მიერ შექმნილმა უკანასკნელმა მარშრუტმა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.
56-დღიანი მოგზაურობა, რომელიც 22 ქვეყანას მოიცავს ხელმისაწვდომი 30 მგზავრისთვის იქნება, რომლებიც სტამბულიდან ლონდონში მოხვედრას ბალკანეთის, აღმოსავლეთ ევროპის, სკანდინავიისა და დასავლეთ ევროპის გავლით შეძლებენ.
მათ შესაძლებლობა ექნებათ მოინახულონ ბულგარეთის დედაქალაქი სოფია, დაისვენონ პრაღაში, დაგეგმონ დღე ბუდაპეშტში თუ გაისეირნონ ლუბლიანაში. ასევე, მონაწილეობის მიღებას კრაკოვისა და ვარშავას არქიტექტურულ ტურებში შეძლებენ და კოპენჰაგენის გაცნობასაც მოახერხებენ. ფინეთის ქალაქ როვანიემში სანტა კლაუსის სოფელს მოინახულებენ და ტალინსა და რიგაში ბალტიისპირეთის სამზარეულოსაც დააგემოვნებენ. ამ ყველაფერთან ერთად, Aurora Borealis-ის ფანტასმაგორიულ სანახაობას, ანუ ჩრდილოეთის ნათებასაც არ გამოტოვებენ. მოგზაურები ტურის განმავლობაში მსოფლიო დონის რესტორნებსა თუ გასართობ სივრცეებში სტუმრობასაც შეძლებენ.
ბოლო კვირის განმავლობაში კი მოგზაურები გერმანიას, ნიდერლანდებს, ბელგიასა და საფრანგეთს მოინახულებენ და ამის შემდეგ ბოლო ლოკაციაზე, ლონდონში ჩავლენ.
ერთი ადამიანისთვის მგზავრობის ღირებულება 24 300 დოლარითაა განსაზღვრული და ამ თანხაში ყოველდღიური საუზმე, 30 ლანჩი და 30 ვახშამი შედის. თანხა ასევე მოიცავს მგზავრების სასტუმროში განთავსებასა და თითოეულ ქვეყანაში ინგლისურენოვანი გიდების მომსახურებას.
ავტობუსში მგზავრებს კომფორტული, რეგულირებადი სავარძლები დახვდებათ, რომლებიც დასაკეცი უჯრებითა და ბოთლებისა და ჭიქის დამჭერებითაა აღჭურვილი. მოგზაურებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ AUX-ისა და USB-ის კაბელებით ისარგებლონ. თითოეულ მგზავრს ექნება უფლება, თან ორი სრული ზომის ჩემოდანი იქონიოს.
მიუხედავად იმისა, რომ ავტობუსით მგზავრობა იაფი ნამდვილად არ ღირს, როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, ის გამორჩეულად კომფორტული და შორ მანძილზე მგზავრობისთვის უალტერნატივო იქნება. გარდა ამისა, მათივე თქმით, თითოეულ ქვეყანაში მარშრუტი არაერთხელაა შემოწმებული და მგზავრები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ მათი მოგზაურობა სრულიად უსაფრთხო იქნება, რაზეც პასუხისმგებლობას თავად იღებენ.
ცნობისთვის: გინესის მსოფლიო რეკორდების თანახმად, მსოფლიოში ავტობუსის ყველაზე გრძელი მარშრუტი ამჟამად 6200 კილომეტრია, რომელიც პერუს დედაქალაქ ლიმას რიო-დე-ჟანეიროსთან აკავშირებს. მას შემდეგ კი, რაც ინდური კომპანიის მიერ შექმნილი 56-დღიანი ავტობუსის მარშრუტი ოპერირებას დაიწყებს, გინესის რეკორდსმენის ტიტულსაც სწორედ ის გადაიბარებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი