01.მაისი .2020 09:00

ავტოიმპორტის განახევრებას მეორე კვარტალში ველოდებით - “კავკასიის ბიზნეს ჯგუფი"

views 367
უკან

საქსტატმა 2020 წლის მარტის ეკონომიკურ ზრდის მონაცემი გამოაქვეყნა. შედეგად გასულ თვეში 2.7%-იანი ეკონომიკური კლება დაფიქსირდა. ერთ-ერთი სექტორი, სადაც ბრუნვა შემცირებულია, საცალო და საბითუმო ვაჭრობაა, მათ შორის ერთ-ერთი მსხვილი დარგი კი ავტომობილებია. მარტში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 38%-ით შემცირდა.

კომპანია “კავკასიის ბიზნეს ჯგუფში" ამბობენ, რომ მათ შემთხვევაში კლება ჯერ არ დაფიქსირებულა, რადგან შეკვეთები 2-3 თვის წინაა გაკეთებული, ამიტომ შემცირება უფრო მეორე კვარტალში აისახება.

"კავკასიის ბიზნეს ჯგუფის" გენერალური დირექტორის მოადგილე დავით გულაშვილი ამბობს, რომ ოპტიმისტურად არიან განწყობილი, რადგან თუ მეორე კვარტალში შემცირება დაფიქსირდა, ამ დროის განმავლობაში მოთხოვნა დაგროვდება და მესამე და მეოთხე კვარტალში მონაცემები გაუმჯობესდება.

“მარტში საკმაოდ დიდი შეზღუდვები დაწესდა საქართველოში, რაც გაგრძელდა აპრილშიც. დაიკეტა რუსთავის ავტობაზრობაც, რამაც მნიშვნელვანი გავლენა მოახდინა ავტომობილების ბიზნესზე, თუმცა, ამერიკაში ავტომობილს რომ შეიძენ, სადღაც 2-3 თვე სჭირდება საშუალოდ ტრანსპორტირებას, შემდეგ 1-1.5 თვე სჭირდება, რომ მოვიდეს სარეალიზაციო მდგომარეოაბში და შემდეგ ხდება მისი საბაჟო სტატუსის დაფიქსირება - ან იმპორტი ან რეექსპორტი. ამიტომ მოსალოდნელია, რომ ავტოიმპორტის სექტორის პარამეტრები შემცირდება 2020 წლის მეორე კვარტალში. ჩვენი შესყიდვებიდან გამომდინარე, ნახევრამდე მაინც დაეცემა ეს მონაცემები, მაგრამ ამასობაში მოთხოვნა აკუმულირდება და სადღაც მესამე-მეოთხე კვარატლიდან დაიწყება აღმასვლა”, - აცხადებს დავით გულაშვილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა