საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება - გასაღებისა და წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, ყალბი აქციზური მარკების დამზადების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, აჭარის რეგიონში დაამზადეს და 300 აშშ დოლარის საფასურად გაასაღეს ავტომანქანის მართვის ყალბი ორი მოწმობა.
"ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია ყალბი დოკუმენტების დასამზადებლად საჭირო კომპიუტერული ტექნიკა, სპეციალური საბეჭდი მოწყობილობები და პოლიგრაფიული მასალა, თამბაქოს ნაწარმის ნიშანდებისათვის განკუთვნილი ყალბი აქციზური მარკები, სხვადასხვა პირის სახელზე დამზადებული მართვის და პირადობის მოწმობები, უნივერსიტეტის დიპლომი და სკოლის ატესტატი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-200 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით"-ნათქვამია საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა